logo

ჩვენი პარტნიორები ვები (Swift Web Studio) გადაწყვეტილებები ჰოსტინგი მერჩი სიახლეები (Stock) დაგვიკავშირდი ლინკდინი

როგორ უნდა შევქმნათ ბიზნეს გვერდი(Business-page) ფეისბუქზე? რა უნდა გაითვალისწინოთ, როგორ უნდა მართოთ? როგორ გავზარდოთ ბიზნესის ცნობადობა


Description

ვებ საიტთან ერთად ფეისბუქ ბიზნეს პეიჯს შეუძლია დიდი სარგებელი მოგიტანოთ თქვენი ბიზნესის უკეთესად წარმოჩენაში და მის გავრცელებაში, მაგრამ ფეისბუქ გვერდი იმ შემთხვევაშია ეფექტური თუ მას სწორად გამართავთ.

შეავსეთ პროფილი ბოლომდე. თქვენი საქმიანობის შესახებ მაქსიმალურად უნდა შეავსოთ ინფორმაცია როგორიცაა: გვერდის სახელი, სასურველია ინგლისურთან ერთად გვერდის ქართული დასახელებაც მიუთითოთ. (საქართველოში მოქმედი კომპანია/ბიზნესი მნიშვნელოვანია მისი ქართული სახელიც შევუსაბამოთ, ეს შეიძლება იყოს პირდაპირი თარგმანი ან არაპირდაპირი.)

Description

იუზერნეიმი - იუზერნეიმი სახელთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანი დეტალია, შექმენით მარტივი დასამახსოვრებელი იუზერნეიმი, რომელიც თქვენი გვერდის ლინკი გახდება https://facebook.com/yourusername ეს ეხმარება მომხმარებელს უფრო მარტივად და სწრაფად იპოვოს თქვენი გვერდი.

პროფილის ფოტო - გამოიყენეთ პროფესიონალური მაღლი ხარისხის ფოტორომელიც წარმოაფგენს თქვენს ბიზნესს. ასევე გაითვალისწინეთ რომ სწორად გამოჩნდეს სხვადასხვა ეკრანზე სხვადასხვა ზომებში. სიახლეების ზოლში(news feed) და კომენტარებში.

ქოვერის ფოტო - აირჩიეთ მაღალი ხარისხის გამოსახულება, ეცადეთ ერთი ფოტოს საშუალებით გადმოსცეთ ბრენდის მთავარი საქმიანობა, (ეს შეიძლება იყოს თქვენი სერვისები, ბედნიერი მომხმარებლები,) ასევე შეგიძლიათ ქოვერზე დაიტანოთ ბრენდის სლოგანი ან დამატებითი ინფორმაცია მაგალითად ფიზიკური მისამართი ტელეფონის ნომერი.

ჩვენ შესახებ - დაწერეთ მოკლედ თქვენი ბიზნესის შესახებ. მიუთითეთ რას აკეთებთ, რით არის თქვენი პროდუქტი/სერვისი უკეთესი. გამოიყენეთ ისეთი სიტყვები რაც შესაძლოა თქვენმა პოტენციურმა მომხმაებელმა გამოიყენოს ძიების დროს.

Description

გამოიყენეთ call to action CTA ღილაკები - ეს კარგი გზაა წავახალისოთ მომხმარებელი მოქმედებისკენ. ძირითადი CTA ღილაკები არის: Contac us - დალინკეთ საკონტაქტო გვერდი, Send message დალინკეთ მესენჯერის ლინკი სადაც მომხმარებელი პირდაპირ გადავა მესენჯერში და თქვენი გვერდის ჩატი გაიხსნება m.me/თქვენი-გვერდის-სახელი/ მაგალითად: http://m.me/swift.web.studio.techinsider.holding/ sign up რაგეგისტრაციო ფორმაზე გადამისამართება, shop now დალინკეთ ონლაინ მაღაზიის ვებგვერდი თუ თქვენ ყიდით პროდუქტს learn more - დალინკეთ თქვენი შესრულებული პროექტები პორტფოლიო ან თქვენი სერვისების გვერდი. ეს ღილაკები ერთ-ერთია რასაც მომხმარებელი პირველი ხედავს გვერდზე გადმოსვლისას, ამიტომ მისი სწორად შერჩევა მნიშვნელოვანია.

დაამატეთ სერვისების სექცია.

გააკეთეთ საბაზისო ოპტიმიზაცია საძიებო სისტემებისთვის

- გამოიყენეთ შესაბამისი სიტყვები, გვერდის აღწერაში და პოსტებში. ასე უფრო ადვილდ გამოჩნდებით საძიებო სისტემის შედეგებშიც და ფეისბუქის ძიების შედეგებშიც. მაგალითად "სილამაზის სალონი თბილისში"

შექმენით და გააზიარეთ მაღლი ხარისხის კონტენტი რეგულარულად - კონტენტის ტიპები შეიძლება იყოს შერეული, სხვადასხვა სახის პოსტები, თვენი შესრულებული სერვისები ან პოსტები თქვენი პროდუქტის შესახებ. რჩევები - სასარგბლო რჩევები თქვენი მომხმარებლისთვის, მომხმარებლის შეფასებები - გააზიარეთ კმაყოფილი მომხმარებლის მიერ დაწერილი შეფასებები, შექმენით ისეთი პოსტები რომელივ გამოიწვევს მომხმარებლის ჩართულობას მაგალითად ჩაატარეთ გამოკითხვები. დაიცავით თანმიმდევრულობა - შექმენით კონტენტის კალენდარი ეს დაგეხმარებათ სისტემატურად და რეგულარულად განავითაროთ გვერდი.

ფოტოები და ვიდეოები - ვიზუალური კონტენტი მუშაობს ფეისბუქზე უკეთესად, ამიტომ შექმენით და გააზიარეთ მაღლი ხარისხის ფოტო და ვიდეო.

აქტიურად გამოიყენეთ ფეისბუქ მესენჯერი - მესენჯერი კარგი გზაა პირდაპირ ეკონტაქტოთ თქვენს აუდიტორიას, დაამატეთ ავტომატური პასუხები, გამოიყენეთ ჩატბოტი.

გამოიყენეთ სთორი - ეს შესანიშნავი გზაა გააზიაროთ სიახლეები, რა ხდება კულისებში, დააანონსოთ სიახლეები. ასევე "გასთორვა" დაგეხმარებათ შესთავაზოთ მომხმარებელს აქციები შეზღუდული დროით.

და ბოლოს

მომხმარებლის გასაზრდელად გამოიყენეთ Facebook ads - ფასიანი რეკლამა პირდაპირი გზაა ნახვების გასაზრდელად, მაგრამ ნახვებთან ერთად თუ შედეგიც გინდათ (რაც რათქმა უნდა გინდათ) მაშინ საჭიროა სწორი კონტენტის დაგეგმვა და მისი რეკლამა რადგან Content is king.


გვერდის გაზიარება

დაგვალაიქე ფეისბუქზე რომ არ გამოგრჩეს მსგავსი სიახლეები